ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის თვითმხილველი ქალი აცახდებს, რომ დაინახა როგორ სცემდნენ მას. თვითმხილველის მონათხრობს, რომელიც საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ ცხოვრობს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრელებს.
"მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა. ჯოხი ჰქონდა, კომბალის მსგავსი იმას ურტყამდა. მე აქედან ვუყვიროდი, შვილო რატომ სცემთ, რატომ კლავთ, არა ქნათ-თქო", - აცხადებს თვითმხილველი, რომლმაც 112-ში დარეკა და სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ შეატყობინა.
დღეს, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.