"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე პოლიციაში მისი მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დაიბარეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციაში ამჟამად დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით, სამი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.
თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
ექიმების განცხადებით, მას დაზიანებები თავის არეშიც აქვს მიყენებული.