"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას 3 ტვია აქვს მოხვედრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პეტრიაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, ასევე, რომ მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.