საქარველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" მიმართვა გახდა, რომელმაც პროკურატურას პარლამენტის დეპუტატის და ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადებაზე რეაგირება მოსთხოვა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გოგი თოფაძემ განცხადა, რომ საგარეჯოს ოლქში არჩევნები გაყალბდა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობდა.