ENG / RUS       12+

ვანო მაჭავარიანი: ყველაზე უკეთესად ვინც საქმის კურსში ჩაგაყენებთ, ეს თავად პაატა ბურჭულაძეა

რესპოდენტის შესახებ

საქართველოს განვითარების ფონდი" მუშაობის ახალ ფაზაში გადავიდა. ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გააკეთა და მუშაობის ახალი ეტაპი სამომავლოდ საზოგადოებასთან უშუალოდ მისი კომუნიკაციის აუცილებლობით ახსნა. პაატა ბურჭულაძის თანამოაზრეების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მათი საქმიანობის უკეთ წარმოსაჩენად ამიერიდან არა მხოლოდ დედაქალაში, არამედ რეგიონებსა და საზღვრებს გარეთაც კი იაქტიურებენ, თუმცა იქნება ეს პოლიტიკური პარტიის სტატუსით აქტიურობა, თუ კვლავ საზოგადოებრივი ორგანიზაციისა, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

პაატა ბურჭულაძემ მის განცხადებაში ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ვანო მაჭავარიანს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამიერიდან ამ თანამდებობას თავად დაიკავებს. ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ვანო მაჭავარიანი კი, საგარეო ურთიერთობების სფეროში, „საქართველოს განვითარების ფონდსსაგარეო პოლიტიკის საკითხებში ხელშეკრულების საფუძველზე დაეხმარება.

 

აღნიშნული საკითხებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

 

-ეს  ზუსტად ის გადაწყვეტილება იყო, რაზეც თავად ვსაუბრდობდით დიდი ხნის განმავლობაში, რაც გულისხმობს, რომ თვითონ პაატა ბურჭულაძე, რომლის სახელსაც ფონდი ატარებს, თვითონ უნდა იყოს აღმასრულებელი და იყოს მაქსიმალურად ჩართული ახალ ეტაპზე, როდესაც ფონდი უკვე დაფუძნდა, შეიქმნა თემატური სამუშაო ჯგუფები, შემუშავდა მთელი რიგი ხედვები, მიმდინარეობს მათი დეტალიზაცია და მიმდინარეობს მაქსიმაულრად წარმოჩენა თბილისსა და რეგონებში, შეხვედრები საზოგადეობასთან, გაწვერიანება. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ყველაზე უკეთესად ვინც საქმის კურსში ჩაგაყენებთ, ეს თავად პაატა ბურჭულაძეა. ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით ხორციელდება, რაზეც  ფონდის განცხადებაში არის საუბარი, მე მაქსიმალურად შევეცდები, გამოვიყენო გარე რესურსი, რათა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მოხდეს ფონდის სწორად წარმოჩენა და ყველა თემის სწორად დაგეგმვა, რომელიც ფონდის საგარეო ურთიერთობებს შეეხება, იქნება ეს ინსტიტუციურ თუ აღმასრულებელ საქმიანობის ხელშესაწყობად. ამ თვალსაზრისით, არაფერი არ შეცვლილა. პაატა ბურჭულაძესთან ჩემი თანამშრომლობის თანხმობა პირველ რიგში, მისი პიროვნებიდან და იმ მიზნებიდან გამომდინარეობდა, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რეალურად ძალიან მნიშნელოვანია. ეს ეხება საზოგადოების სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ პროცესში ჩართულობის საკითხს. ფორმა ამ ჩართულობისა დასაწყისშივე საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახით იქნა შერჩეული. ჩვენ ეს ფონდი პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ. მისი თხოვნა იყო შექნილიყო კონკრეტული თემატური ჯგუფები, კონკრეტულ თემებზე იდენტიფიცირებით. ახლა სწორედ ის ეტაპია, როცა ეს თხოვნა სისრულეში მოგვყავს.

-იქიდან გამომდინარე, რომ  საარჩვენო წელი გვიდგას,  საზოგადოებრივი მოძრაობის სტატუსით აქტივობაც პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. არის თუ არა, ეს ამ ორგაზნიაციის პოლიტიკური აქტივობის შესავალი ნაწილი?

-ჩვენ შევთანხმდით, რომ საწყის ეტაპზე ფონდის საზღვრებს გარეთ მაქსიმალური წარმოჩენისთვის მუშაობას გავაგრძელებთ. ამ მიმართულებით კი მე ვიმუშავებ, რათა მისი წამოწყებული საქმე ნათლად წარმოვაჩინოთ. ფონდს უკვე დაგეგმილი აქვს რეგიონებში აქტიურობა, რაც ასევე მუშაობის ახალი ფაზაა. ჩვენი შეთანხმება სწორედაც მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით განისაზღვრა, რადგან ის მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამართლებრივი პრობლემები იმგვარად გადაიჭრას, როგორც ეს ქვეყანას სჭირდება და არა ისე, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას მოერგოს. მიზნად  დასახული გვაქვს რეგიონებში აქტიურობა.  ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვები უკვე ჩამოყალიბებულია. ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის რეაქცია, რასაც რეგიონებში ვიღებთ, ზუსტად გაბრაზებული და მთავრობაზე იმედგაცრუებული ამომრჩევლის რეაქციაა, რომელმაც ვერ მოახერხა იმ პრობლემების გადაჭრა, რომლის მოგვარებაც მას შეეძლო.

-თქვენი ორგანიზაცია იქნება თუ არა, ის პოლიტიკური სეგმენტი, რაზეც რამდენიმე თვის წინათ იყო საუბარი, რომ პაატა ბურჭულაძის საზოგადოებრივი საქმიანობა ითვალისწინებდა არჩევნებამდე მესამე პოლიტიკური ცენტრის პერსპექტივას. გაქვთ თუ არა პოლიტიკური ამბიცია და იქნება თუ არა ეს იდეა რეალიზებული?

-შემიძლია დაგიდასტუროთ, ჩემი შეხება პაატა ბურჭულაძესთან სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ შექმნილიყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პაატა ბურჭულაძის ფონდი“, რომელიც საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა თემებზე იმუშავებდა აქტიურად იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ჩართული, რომლისგან გათიშვაც  ხელისუფლების ელიტამ მოახრეხა. საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, მათ, ვინც არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი არ არის და რომელიც ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესებისგან მოწყვიტა, მიაჩნია, რომ საკუთარი აზრი სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მეშვეობით შეუძლია გამოხატოს. ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძეს არც აქვს უფლება სხვანაირად წარმოგვიდგინოს თავი, რადგან ჩვენც ზუსტად იმ საზოგადოების ნაწილი ვართ, რომელიც პოლიტიკური პროცესებიდან გათიშეს. ჩვენი სურვილია, დავბრუნდეთ და ვისაუბროთ, თუ რა არის პრობლემა და როგორ შეიძლება ის მოგვარდეს. რა ფორმას მიიღებს ფონდის აქტივობა - ეს მომავლის საკითხია, თუმცა ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია მაქსიმალურად იაქტიურებს იმ თემებზე საუბრით, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ. ესაა პოლიტიკური დაპირისპირება, სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი პრობლემები, რომლის გადაჭრის რეალურ მექანიზმს ამ მთავრობაში ვერ ვხედავთ. ჩვენი მიზანია, დაიდოს ობიექტური ანალიზი, რა ხდება ქვეყანაში და დაიდოს ასევე კონკრეტული ხედვები საზოგადოების სახელით. რა იქნება შემდგომაში, შესაბამისად, უშუალოდ პაატა ბურჭულაძეს უნდა კითხოთ. ამ ეტაპზე ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი: თემატური ჯგუფების შექმნა, რეგიონებსა და ქალაქებში, კონკრეტულ ადამიანებთან ჩვენი ხედვების წარმოჩენა, მათი ჩართულობა და შემდგომი პრეზენტაცია იმ სამუშაოსი, რომლის შესრულებაც ფონდმა მოკლე პერიოდში შეძლო და გაატარა ამ მიმართულებით. რაც ეხება მოლოდინისა და განწყობის არსებობას, უნდა გითხრათ, რომ მოლოდინი არის, რომ პაატა ბურჭულაძე აქტიური იქნება პრობლემების სწორად წარმოჩენაში, მაგრამ ამას რა სახე მიეცემა, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

- იმის მიუხედავდ, რომ  სამუშაო საკითხები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემატიკას მოიცავს,  თქვენი საქმიანობის ახალი ფორმატი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას არ გულისხმობს ?

-არ გულისხმობს, რადგან ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და არა პოლიტიკური ორგანიზაცია. იმის მიუხედავად, რომ მას აქვს მთელი რიგი თემები, რომელიც უშუალოდ შეეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას ქვეყანაში,  თავისთავად არის რესურსი, მაგრამ ეს  არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური,  საზოგადოებრივი ღირებებულებებით და პოზიციებით გამოდის საზოგადოებაში. შემდგომში რა იქნება, ამის შესახებ ორგანზიაციის დამფუძნებელს უნდა ესაუბროთ, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ და ვმუშაობთ ფონდის ფორმატში.

-ხელისუფლებასთან მიმართებაში რა პოზიციას ინარჩუნებს თქვენი ფონდი, იქნება თუ არა, თქვენი საქმიანობა მედიატორი საზოგადოებასა და თავად ხელისუფლებას შორის?

-ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ორგანიზაციული რესურსი, რათა მოხდეს სწორი და ობიექტური ანალიზი, რომელიც  გააჩნია მთავრობას და ზოგადად სახელმწიფოში არსებულ პოლიტიკურ წრეებს, არსებული გარემობები რამდენად უწყობს ქვეყნის განვითარებას, ან პირიქით, რამდენად ხელს უშლის. შესაბამისად, ეს არის მნიშვნალოვანი ინფორმაცია და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველაფერი  გაზიარებული იყოს. დანარჩენ გეგმებზე საუბარი ნაადრევია, მითუმეტეს, რომ მე აღამასრულებელი ფუნქცია აღარ მაკისრია.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი

ავტორი: . .