გლდანში, ქსნის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინ ფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი.
წინასწარი ინფორმაციით საშაურმეში გაზის გაჟონვა მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
გამოძიება სსკ-ის 2401-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.