თედო კობახიძემ მითხრა, თითოეული ბრალდებულისგან 75 000 ევრო მომეთხოვა, - განაცხადა გადაცემა ”არჩევანში” ქართული ოცნების ყოფილმა იურისტმა კობა კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმის დეტალებზე საუბრისას. მისი თქმით, ის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი თედო და მანანა კობახიძის შუამდგომლობით გახდა და მათი მითითებით მან ანასტასია ზაუტაშვილსა და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებს თითოს 75 ათასი ევრო მოსთხოვა.
“ თედო კობახიძემ მითხრა, რომ უნდა მომეთხოვა 75 ათასი ევრო თითოეულისგან, ანუ 5 ადამიანისგან. პარალელურად კი მოითხოვდა ამ პირების შეწყალებას. მე მომეჩვენა, რომ ეს არარეალური თანხა იყო, მაგრამ თედოს ვინ ეკითხება, მას მანანათი სცემენ პატივ”, - განაცხადა კოვა კობახიძემ.