ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი ქუჩური გარჩევის დროს მოკლეს.
მომხდარის დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. დაწყებულია გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.