ფონიჭალაში მოხდარ მკვლელობაზე გარდაცვლილის მეუღლე ოთარ მამფორია მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა. მან პოლიციის შენობა 5 საათზე დატოვა.
სახლი, სადაც გუშინ დედა-შვილის მკვლელობა მოხდა, დალუქულია. ადგილობრივები და ოჯახის ახლობლები მომხდარის მოტივის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც ცნობილია, ბინიდან, სადაც დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს, თანხა წაღებული არ არის.
ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.