გურჯაანში 30 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა სოფელ ვეჯინში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
მან ძმას წერილი დაუტოვა, სადაც ის წერს: “მაპატიე ძმაო, მეტის ატანა აღარ შემიძლია.“
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.