შსს-ს ცნობით, 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაზე გამოძიება 143-მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული. როგორც აიპრესს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოებიც.
"მიმდინარეობს მაღალ დონეზე ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. გამოძიება 143-ის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს",-აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, სამძებრო მოქმედებები დროულად დაიწყო.
"როცა კი განაცხადეს, სამძებრო ღონისძიებებიც დაიწყო, ძალიან დროულად",-აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.