თბილისის საქალაქო სასამართლოს ის ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, ბულაჩაურის ქუჩაზე 23 თებერვალს გაიხსნება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა, როგორც ტექნიკური, ასევე საკადრო თვალსაზრისით, ახალი წესის ამოქმედებისთვის მზად არის.
,,23 თებერვალს, ბულაჩაურის ქუჩაზე გაიხსნება ის ნაწილი, სადაც მოხდება მოწმეთა დაკითხვა. როგორც საკადრო, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. სასამართლო მზად არის მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებისთვის. რა პრობლემებიც გამოიკვეთება, ამაზეც გვექნება მყისიერი რეაგირება", - განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ხვალიდან, 20 თებერვლიდან შედის ძალაში.