იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სამოსამართლო გამოცდების ტესტების გამჟღავნების შესახებ მოკვლევის შედეგებს, თავის კოლეგებს სხდომის დასასრულს, დახურულ კარს მიღმა გააცნობს.
საბჭოს წევრების ბრალეულობის შესახებ ინფორმაციას მურუსიძე არ ადასტურებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, არის პირთა წრე, ვისაც შეიძლებოდა ამასთან ქონოდა შეხება. მისივე განმარტებით საბჭოს გადასაწყვეტია, თუმცა კარგი იქნება თუ ეს მასალები გადაეგზავნება პროკურატურას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა დღეს სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან მიმართებაში შესაძლო დისციპლინური დევნის თაობაზე.
ლევან მურუსიძე განმარტავს, რომ მისი კომპეტენცია მამუკა ახვლედიანის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება და საბჭოსთვის წარდგენაა. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით დასკვნა არ მოუმზადებია