პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორმა გიზო უბილავამ და ფოთის პროკურორმა ალექსანდრე გოგუაძემ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორის თანამდებობაზე სავარაუდოდ ილია ჯალაღანიას კანდიდატურა განიხილება. ფოთის პროკურატურას კი სავარაუდოს, გიორგი კოკაია უხელმძღვანელებს,
გავრცელებული ინფორმაციით გიზო უბილავას საქმიანობას გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში გააგრძელებს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს შიდა საკადრო გადაადგილებებია და სახლში არცერთი პროკურორი არ გაუშვიათ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შეეხოთ სხვა ოლქის პროკურორებსაც.