თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დღეს არსებითი განხილვა დაიწყება. სხდომა საქალაქო სასამართლოში 13:30 საათს არის ჩანიშნული.
საქმე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლელა ნოზაძეს დაეწერა, რომელმაც წლების წინ, ბესო ხარძიანს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოკლულის ოჯახი მოსამართლის აცილებას ითხოვს.
ხარძიანის საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 3 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი იმ მოტივით გადაიდო, რომ მოსამართლე ლელა ნოზაძე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სათათბიროდ იყო გასული.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი გასული წლის 28 მარტს მოკლეს. მას საკუთარ სახლთან სამჯერ ესროლეს. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე მიმდინარე წლის 21 იანვარს გახსნა.
მკვლელობისთვის ბრალდებულები არიან რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი და უკრაინის მოქალაქე ალექსანდრ დამეტოვი, რომლებსაც აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.