საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟენევის სასამართლოში შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ს მენეჯერზე, რომელიც მის საინვესტიციო პორტფელს მართავდა, სარჩელი შეიტანა.
როგორც Wall Street Journal-ი იტყობინება, ივანიშვილმა საინვესტიციო პორტფელთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ გასულ წელს შეამჩნია. მან რამდენჯერმე მიმართა საჩივრით ჟენევის პროკურორს, სადაც მიუთითებდა Credit Suisse-ის ცუდ მენეჯმენტზე და თაღლითობაზე.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილის ზარალი დაახლოებით 100 მლნ შვეიცარიული ფრანკია. მასთან ერთად, დაზარალებულად ორი რუსი ბიზნესმენიც მიიჩნევა.