დღეს, 17 თებერვალს, 13:00 საათზე, გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში „სამხედრო განათლების კვირეული“ იწყება. კვირეულს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გახსნის. „სამხედრო განათლების კვირეულის“ ფარგლებში დღეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას პანკისის ხეობის მცხოვრები მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ესტუმრებიან. ისინი უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებას დაათვალიერებენ, აკადემიის სასწავლო პროგრამებისა და მიღების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან და იუნკრებთან ერთად ისადილებენ.
კვირეულის მიზანი სამხედრო განათლების პოპულარიზაცია და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლებაა. „სამხედრო განათლების კვირეული“, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. კვირეული 25 თებერვალს დასრულდება.