შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივმა ძაღლმა, 12 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მარიხუანა აღმოაჩინა. უწყების ინფორმაციით, 1,34 გრამი მარიხუანა აღმოჩნდა კონტროლის ზონაში თურქეთის მხრიდან შემოსულ ავტობუსში, რომელსაც თურქეთის მოქალაქე ო.ს. მართავდა. მებაჟე ოფიცრებმა ავტობუსში იპოვეს ასევე 1 აბი „ექსტაზი“.
იმავე დღეს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე მ.პ., რომლის რისკის პროფილის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACTIFED - 30 აბი.
აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურისა და ურეკის პოლიციის განყოფილებებს.