მიუნხენში მიმდინარე 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან მოშე იალონთან ორმხრივ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, არსებული გამოწვევები და საფრთხეები იყო.
კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მზაობა გამოხატეს, რომ ამ მიმართულებით მომავალში ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ისრაელს შორის გამოცდილების გაზიარებასაც.