ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ენმ-ის ორი წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ქობულეთის საკრებულოს წევრები ბონდო თედორაძე და ოლეგ ბროლაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლისთვის კანონიერ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ითვალისწინებს 250-დან 2 000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს მხარეთა ჩვენებები მოისმინა, სასამართლო პროცესი კი 18 თებერვლამდე გადადო. ამავე ბრალდებით 10 თებერვალს სამი "პარტიზანი მებაღე" და "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი დააკავეს. მოსამართლემ ხუთივე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და მათი სასამართლო პროცესი 19 თებერვალს შედგება.