ზუგდიდში გაუჩინარებული სამი მამაკაცი, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცის მკველობისთვის დაკავებულია ყოფილი სპეცრაზმელი ძ.ბ.
,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, დაკავებულმა მკვლელობა აღიარა და სამართალდამცავებს გვამების ადგილსამყოფელის ჩვენებას დაპირდა. ცხედრებს სოფელ ნარაზენში მიაგნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან სამი მამაკაცი გუშინ გაუჩინარდა.