იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევა ფარული კენჭისყრით მიმდინარეობს. მოსამართლის 30 ვაკანტურ ადგილზე დღეს 48 კანდიდატს უყრიან კენჭს. მოსამართლეობის კანდიდატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.
კენჭისყრა თბილისის, ასევე სხვადასხვა საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში არსებული ვაკანტური ადგილების შესავსებად მიმდინარეობს.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.