შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოებისას მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული იფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სატვირთო მანქანა დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.