საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან მართავს შეხვედრებს. დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს პანოს კამენოსს შეხვდა. თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს პანოს კამენოსმა თინათინ ხიდაშელი საბერძნეთში მიიწვია. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბერძენი კოლეგა 2016 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მოიპატიჟა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო. ბრიუსელში ვიზიტისას თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე შვედ, ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებს შეხვდა.