ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით მინისტერიალი იმართება. მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ბელგიის სამეფოში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
ხორვატ კოლეგასთან იოზიფ ბულიევიჩთან შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ხორვატიის მხარის მეტად ჩართულობაზე. ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა და მზაობა გამოხატა კიდევ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ამ მიმართულებით.
კოლეგები საუბრისას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც შეეხნენ. თინათინ ხიდაშელმა კოლეგა მაისის ბოლოს თბილისში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხეობის კონფერენციაზე დასასწრებად მოიწვია.