საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული სიგარეტების პარტიის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა 1335 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი რუსეთის მოქალაქე კ.ვ.-ის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის საგამოძიებო სამმარველოს.