მოლდოვის რესპუბლიკა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით დაინტერესდა.
„დელტაში“ აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და წინასწარი შეთანხმება მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.
პირველ ეტაპზე საუბარია ორ ასეულამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარზე რომელიც ქვეყნის ნახევარს დაფარავს.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოლდოვაში გაიგზავნება „დელტას“ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც უკვე ადგილზე განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს.
სამუშაოები მოიცავს საცეცხლე დანადგარების და მათი ციფრული მართვის ცენტრის მონტაჟს.
პროექტის საერთო მოცულობა ათ მილიონამდე დოლარს აღწევს. ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ კი ეს ციფრი შესაძლოა, გაიზარდოს.