თელავში ვახტანგიშვილების ოჯახი დააყაჩაღეს - შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ ვახტანგიშვილებთან ამ დრომდე დაუდგენელი ორი პირი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სახლიდან ძვირფასეულობა და გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს.
მეზობლების ინფორმაციით, ხნიერი ქალბატონი მძარცველებმა დააბეს და მას ძირითადი დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მეუღლეს კი ამ ინციდენტის შედეგად ინსულტი განუვითარდა.
ორივე მათგანს მკურნალობის კურსი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.