,,ნაციონალური მოძრაობა“ ვაზაგაშვილების, რაფალიანცის, თათუხაშვილის, კიწმარიშვილისა და მაისურაძის საქმეების შესახებ პარლამენტში, ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროკურატურაში საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიება აქტიურად არ მიმდინარეობს.
„აუცილებელია საზოგადოება იცოდეს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული უკავშირდება პოლიტიკურ მოტივაციებს, და შესაბამისად უნდა გაეცეს პასუხი. უმრავლესობამ და პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ გამოძიებაზე,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.