2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა 2,4 %-ით გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს 6432 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2014 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 5992 შემთხვევას შეადგენდა.
შსს-ს ინფორმაციითვე, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები იყო: არსწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამობა და ქვეითების მონაწილეობა