საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები „სწავლების დაგეგმვის პროცესის“ საერთაშორისო კურსს გადიან. საერთაშორისო სემინარები, ოფიციალურად, დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართება.
სწავლების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დახვეწონ სხვადასხვა ღონისძიებების მეთოდოლოგიური დაგეგმვა.
ტრენინგები ინტერაქტიული ლექციებისგან შედგება, რომლის დროსაც მონაწილეები მცირე სინდიკატ ჯგუფებად იქნებიან დაყოფილნი. სასწავლო კურსს ქართველ სამხედროებთან ერთად მონტენეგროს, უკრაინის, მაკედონიის, სერბეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების 34 სამხედრო მოსამსახურე ესწრება.