საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურში მიღების მსურველებისთვის ფსიქოლოგიური შერჩევა ხორციელდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შერჩევა ადამიანის სრულყოფილად შესწავლას გულისხმობს და სამ ეტაპს მოიცავს: პიროვნების კვლევას, ინტელექტის კვლევასა და კლინიკურ გასაუბრებას. შესაბამის შემოწმებას ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური შერჩევის სამმართველოს სპეციალისტები - ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ატარებენ. შერჩევის შემდეგ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს კონკრეტული რეკომენდაცია ეძლევა.
ფსიქოლოგიური შერჩევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირველად ტარდება.