სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა ქუთაისში - ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა, ანჯაფარიძის ქუჩაზე, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ცხედარი დღეს დილით გამვლელებმა იპოვეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
გამოძიება 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.