საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო. პარლამენტის 39 დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 22 სექტემბერს შეიტანა.
ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და სადავოდ ხდიან პარლამენტის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს,, ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შეიქმნა და იმ ფუნქციების განხორციელება დაეკისრა, რაც სადავო ნორმის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილება იყო.
დღეს სასამართლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს დაკითხავს.