ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში „მტკიცე მხარდაჭერის“მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების IIქვეითიბრიგადის22-ე ბატალიონის„ბრავო" ასეულმა სოფელ აკაკხელში საპატრულო ოპერაცია ჩაატარა. ქართველი სამხედროების გარდა პატრულირებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის არმიი სქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
კოალიციური ძალების სამხედროები სოფლის უხუცესს - მალიკს შეხვდნენ და მისგან დასახლებაში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მალიკთან საუბრისას გაირკვა, რომ აკაკხელს ყოფითი პრობლემებიდან ყველაზე მეტად სასმელი წყლის ჭებისა და სხვა სოფლებთან თუ დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი ბოგირების გაუმართაობა აწუხებს. საპატრულო ჯგუფმა აღნიშნული საკითხები დაწვრილებით შეისწავლა, ინფორმაცია შეაგროვა და შემდგომი რეაგირებისთვის ამერიკული კონტინგენტის მეთაურობას უკვე გადაუგზავნა.
II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზეა დისლოცირებული. ქართული ქვედანაყოფი ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს.