საარჩევნო პერიოდში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე, შესაძლოა სისხლის სამართლის სანქცია დაწესდეს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერის მიერ მიღებულ შესაბამის დავალებაზე მისი უწყება უკვე მუშაობს.
,,პრემიერის დავალების შესაბამისად, რომ ჩავხედოთ, როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში და მაქსიმალური აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც წინასაარჩევნო ან არჩევნების დროს მიმდინარე პროცესს ეხება და არამხოლოდ ადმინისტრაციული სანქციების მიმართულებით ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ იმაზეც, როდესაც ერთხელ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი არ შეიცვლის ქცევის წესს, მაშინ რა შეიძლება მოხდეს? არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლის სანქციაც. ეს არის დავალება, რომელიც მივიღეთ, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ გამოსავალს", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საარჩევნო გარემო 2016 წლის ოქტომბერში, დაცლილი უნდა იყოს ფიზიკური ძალადობისგან.