გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,რომ გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს. "ორმა გოგონამ ინტერვიუს დროს თქვა, რომ ისინი ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფმა სამხედროებმა გააუპატიურეს. კიდევ ორმა გოგონამ კი განაცხადა, რომ მათ სექსუალური კავშირის სანაცვლოდ სხვა მისიის სამხედროებმა ფული გადაუხადეს. სამხედროების ნაწილის ეროვნება უცნობია, სამი გოგონას აზრით კი, მათზე ძალადობა მისიის ქართული კონტიგენტის სამხედროებმა განახორციელეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ „გარდიანმა“ გასულ წელს სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ საუბარი იყო, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის უწყება მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების მხრიდან დანაშაული დადასტურდებოდა დამნაშავეებს არ დაინდობდნენ.