გიგი წერეთელი, როგორც ეუთოს ვიცე-პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად აზრბაიჯანში გამეგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავენ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან. შეხვედრები შედგება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება აზერბაიჯანთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები, ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებული სამშვიდობო პროცესი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხები.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგებლობაში, რომელსაც გიგი წერეთელი ხელმძღვანელობს, შედიან ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი კენტ ჰარსტედი; ბულგარეთის პარლამენტის წევრი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კრისტიან ვიგენენი და ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა