100-ქულიანი სისტემა გავრცელდება იმ მძღოლებზეც, რომელთაც მართვის მოწმობა სხვა ქვეყანაში აიღეს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, რომელმაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები გააცნო.
მისი თქმით, ვინც მართვის მოწმობას შუა წლის განმავლობაში აიღებს, მათაც 100 ქულა დაერიცხებათ.
”100 ქულა დაერიცხებათ უცხოელის მოქალაქეებს, რომლებმაც პირველად გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი და იგივე ადმინისტრირების ზომები გატარდება. სამწუხაროდ, პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში იღებენ მართვის მოწმობას, სადაც უფრო იოლია მართვის მოწვევის აღება. იმისთვის, რომ შავი ხვრელები ავიცილოთ, ეს უცხოლებეზეც გავრცელდება”, - განაცხადა ხუციშვილმა.