რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო რუსეთის მოქალაქეებმა ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმა რადიოაქტიური იზოტოპის პოლონიუმის მეშვეობით მოწამლეს. შესაბამისი დასკვნა მოსამართლე რობერტ ოუენის ზედამხვედველობით მიმდინარე საქმის შესწავლით ქვეყნდება.
„პოლონიუმი ჩაიში ლუგოვოიმ და კოვტუნმა მოათავსეს, სპეციალურად, ლიტვინენკოს მოსაწამვლად. მათ ამ შემთხვევამდე ჰქონდათ კიდევ ერთი მცდლობა მის მოსაწამლად - 2006 წლის 16 ოქტომბერს. ლუგოვოუმ და კოვტუნმა იცოდნენ, რომ იყენებდნენ მომაკვდინებელ შხამს და არა საძილე საშუალებას“, - ნათქვამია დიდ ბრიტანეტში მიმდინარე გამოძიების მასალებში, რომლის გამოქვეყნება ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ლუგოვოიმ ლიტვინენკო რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მითითებით მოწამლა და ამაზე თანხმობა გაცემული ჰქონდათ პატრუშევსა და პუტინს“, - ნათქვამია გამოძიების მასალებში.
ბი-ბი-სი ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც საქმის მსვლელობას უკავშირდება, მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და მისი ადმინისტრაციის წევრებს, ჰქონდათ მოტივები ლიტვინენკოს მოსაკლავად.
სერ რობერტ ოუენის დასკვნის მიხედვით, იგი დარწმუნებულია, რომ ლიტვინენკო სასტუმრო „მილენიუმის“ ბარში პოლონიუმი -210-ს ჩაისთან ერთად მიღების შედეგად გარდაიცვალა.
„იგი წინასწარი განზრახვით მოწამლეს“, - აცხადებს რობერტ ოუენი.
ლიტვინენკოს შვილის განცხადებით, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული.
„მკვლელებს რუსეთის სახელმწიფო იცავს“, - აცხადებს ლიტვინენკოს შვილი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის გაცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას არ აინტერესებს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის შედეგები.
„სიმართლე გითხრათ, ეს არ არის შედის ჩვენი ინტერესის სფეროში. ეს არის გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში და ამ დროისთვის არ არის თემა, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ინტერესს და, შესაბამისად, ჩვენს დღის წესრიგში არ არის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ბრიტანელი სამართალდამცავები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილები ანდრეი ლუგოვოი და დიმიტრი კოვტუნი არიან.
ალესანდრე ლიტვინენკო 01.11. 2006 წელს მოწამლეს.