"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ყოფილი პარლამენტარის დავით კირკიტაძის ძმას, ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
"ირაკლი კირკიტაძეს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენისას მან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, დაზიანება მიაყენა პიროვნებას, რომელიც ტვინის შერყევით მოთავსებული იქნა საავადმყოფოში. სასამართლომ გაითვალისწინა არგუმეტები, რომელიც პროკურატურის მიერ იყო წარმოდგენილი და დასაბუთებული იყო შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შესახებ, შესაბამისად მას პატიმრობა შეეფარდა", -განაცხადა პროკურორმა ეკა ჭაავამ ჟურნალისტებთან საუბარში.
ირაკლი კირკიტაძის ავოკატი გიორგი გელხაური არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ირაკლი კირკიტაძისთვის აღკვეთი ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ,შსს-მ ირაკლი კირკიტაძე იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.