სოფელ ნორიოსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 6 ადამიანი. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
შემთხვევა 3 იანვრის ღამეს მოხდა.