ხვალ, 6 იანვარს, 11:00 საათზე, ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართული სამხედრო ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართება.
საქართველოს შეიარარებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიას შეასრულებს.
ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრებიან.