იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანიც ესწრება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების შეხვედრა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე მამუკა ახვლედიანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არ თვლის საჭიროდ საბჭოს სდომაზე მისვლას, სადაც მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები უნდა განიხილონ.
ახვლედიანმა მწვავედ გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრი და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე. მან ასევე ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ კლაებზე.
ახვლედიენის განცხადებებს გამოეხმაურა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე. ნინო გვენეტაძემ მზადყოფნა გამოთქვა საბჭოს სხდომაზე მამუკა ახვლედიანის ყველა კითხვას გასცეს არგუმენტირებული პასუხი.
შეხვედრა იუსტიციის საბჭოს წევრებისა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.