დღეს, 30 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგ ახალ წელს მიულოცავს. თავდაცვის მინისტრი სპეციალურად ბავშვებისთვის საქანელებითა და სასრიალოებით მოწყობილ სკვერს გახსნის და საახალწლო საჩუქრებს გადასცემს.
პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მედია ჯგუფ „სტარვიზიასა" და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მხარდაჭერით განხორციელდება.