თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის ინფორმაციით, 7 იანვარს მალიში სამხედრო მოსამსახურეები გაიგზავნება, სადაც საქართველოს ცოტა ხნით მისია შეწყვეტილი ჰქონდა.
როგორც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხიდაშელმა განაცხადა, საერთაშორისო მისიებში ჯერჯერობით რაიმე ფუნდამეტური ცვლილება არ არის.
„ავღანეთში სამხედროების იგივე რაოდენობა იქნება, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ავღანეთში ვითარება არ არის ყველაზე უფრო უკეთესი, რაც შეიძლება ყოფილიყო“, - დასძინა ხიდაშელმა.