26 დეკემბერს, 11:00 საათზე, ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე C ჰეპატიტის საყოველთაო უფასო სკრინინგის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში სსიპ „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მომსახურეებს სპეციალურად მოწყობილ მობილურ ამბულატორიებში ჩაუტარებს სკრინინგის C ჰეპატიტზე. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხიდაშელი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო დაესწრებიან, რომლებიც ჯარისკაცებთან ერთად გაივლიან სკრინინგს.