25 დეკემბერს, 12:30 საათზე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხიდაშელი, მისი პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის ხელმძღვანელები ადგილობრივი წარმოების ახალი ხორცით დამზადებულ კერძებს დააგემოვნებენ.