დღეს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე. ეროვნული გვარდიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც იგეგმება.