თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „მინისტრის ნაძვის ხე“ მოეწყო. წინასაახალწლო მიღება თავდაცვის მინისტრის სახელით გაიმართა. საახალწლო ზეიმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და მათი მოადგილეები შვილებთან ერთად დაესწრნენ. თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.